Monday, March 13, 2017


  1. პროექტის სახელწოდება:" საქართველოს უძველესი ეკლესია-მონასტრები"
  2. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ საქართველოში არსებულ უძველესი ეკლესია- მონასტრების შესახებ.
    3.პროექტის მიზნები:ისწავლოს, მოიკვლიოს მასალები აღნიშნულ თემასთან          დაკავშირებით,
4.მოსწავლეთა ასაკი:მე-9 კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა; 1 თვე ან ცოტა მეტი.
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შექმნას სლაიდ- შოუები,კედლის გაზეთი,მოიძიოს ისტორია თითოეულ ეკლესია-მონასტერზე.
7:პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, წიგნები,ფოტოაპარატი,ლექსიკონი.
8.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კლასი დაიყოფა ჯგუფებად,შეიმუშავებენ გეგმას,გადაინაწილებენ მოვალეობებს,დაახარისხებენ,
გააერთიანებენ ინფორმაციას,შეაფასებენ, გააკეთებენ დასკვნებს და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
9.ესგ-სთან კავშირი:ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
·     მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
·       მოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია; 

ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:        
· აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
· განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან ლიტერატურული გამოცდილების, მისთვის ცნობილი ფაქტების, სტატისტიკური მონაცემების და ა.შ.);        

  • განსხვავებული თვალსაზრისების განხილვისას იყენებს აუდიო და ვიზუალურ (მულტიმედია, ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციები და სხვა თვალსაჩინო მასალა) საშუალებებს.    

10. პროექტის ხელმძღვანელი: ეთერ ლაზარაშვილი:
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lazaraShvilieter@gmail.com